ქალაქ ბოლნისში რუსთაველის ქუჩაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე, ადგილობრივი ბაზალტით, ქვაფენილს დააგებს. მერიის ცნობით, სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა დაასრულოს. მათივე ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.
ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოებზე ადგილობრივი მაცხოვრებლები დასაქმდებიან.