თბილისის მერიამ დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზნით გამარტივებული წესით შესყიდვა გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, განხილვიის საბოლოო თარიღი 25 ოქტომბერია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 100 000 ლარია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ის ტერიტორიები უნდა გამოავლინოს, რომელთაც საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, მიწის რესურსების ქაოტური და არარაციონალური გამოყენება ახასიათებთ.
“საუბარია, ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მიკრორაიონების, გლდანის ტბის, ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობის, “აკადემ“ ქალაქის, დოლიძე – ხილიანის ქუჩების, ორთაჭალის ბაღებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრაა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს და საჭიროა ტერიტორიების განვითარების პირობების დაზუსტება“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.