გარდაბნის სოფელ კალინინოში მინისტადიონის მშენებლობა სრულდება

1047

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ბირლიკის, კალინინოს, ბოტანიკისა და თაზაქენდის მცხოვრებთა მოთხოვნის საფუძველზე, სოფელ კალინინოში კომბინირებული მინისტადიონის მშენებლობის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “პე-ბემ” ამ დროისათვის სტადიონზე  ბეტონის საფარის, ლითონკონსტრუქციის ღობის, კალათბურთის ფარებისა და ფეხბურთის კარების მონტაჟი უკვე დაასრულა. ასევე დამონტაჟდა განათება. მათივე ცნობით, ამ დროისათვის კომბინირებულ სტადიონზე, ხელოვნური საფარის დაგება მიმდინარეობს.

სამუშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 97 545 ლარი გაიწერა.