წინა სტატია ცხრა თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის მერია ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარს ყიდულობს. ინფორმაციას ქუთაისი პოსი ავრცელებს. აგრეგატის  შესაძენად ელექტრონული ტენდერი (SPA180008154)  218 000 ლარზე გამოცხადდა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის ორ ნოემბერს იწყება და ხუთ ნოემბერს სრულდება. ქუთაისის ყინულის მოედანი, აგრეგატის გაფუჭების გამო, მიმდინარე წლის თებერვლიდან დაკეტილია. ხელოვნურ საფარიანი საციგურაო მოედანი ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენის მოთხოვნით მოედანთან მოსწავლეები...
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის გახსნა დააანონსა. მერიას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, განაცხადეს, რომ ხიდი თვის ბოლოს საზეიმოდ, გრანდიოზულად გაიხსნება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ხიდის გახსნაზე, ცისფერყანწელების ლექსების ფონზე, პერფორმანსს წარმოადგენს გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი. როგორ გამოიყურება თეთრი ხიდი გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ნახეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=7tYu5GGA-8s შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი 3 აპრილს გამოცხადდა. “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციისთვის...
აბაშის სოფელ ონტოფოში ახალი ხიდის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით. არსებული ძველი ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. როგორც მერიაში აცხადებენ, განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული საჭაპანე ხიდი სოფელს სახნავ-სათეს სავარგულებთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 40 197 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში...
სამინისტროს ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმვა; საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიზეზით გამოწვეული სამუშაოების შესრულების დაგვიანება; განსახლებისა და მოსახლეობის მიერ შექმნილი პრობლემები, - ეს მიზეზები დაასახელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, თუ რატომ ვერ აითვისა უწყებამ 9 თვეში ასათვისებელი თანხა. ქარსელაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი...
არასამთავრობო ორგანიზაცია "გერგარტი" ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით პროექტს სახელწოდებით - "სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება" (“Art of Civic Activism”) გამართავს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ამაღლება. „პროექტში ჩართული ახალგაზრდები, 5-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეიძენენ ცოდნას სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, შეიტყობენ თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად სამოქალაქო აქტივიზმის პროცესში,...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების განცხადებით, ისინი სოფლის მთავარი გზის გასხვისებას აპროტესტებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. „სოფლის ერთადერთი გზა გაასხვისეს. მფლობელები რაღაც ობიექტს აშენებენ. გვითხრეს, რომ ტერიტორიის შეძენა სახელმწიფომ აიძულათ, რადგან ცალკე მიწის ნაკვეთი არ მიყიდეს, რაც არის ტყუილი. ადგილზე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და მათ თქვეს, რომ მშენებლობის ნებართა არ იყო გაცემული. ესენი კი მაინც აგრძელებენ მშენებლობას და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 50-მდე სტუდენტი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთვება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ლექსო ბუჯიაშვილის თქმით, სტუდენტები ადგილობრივები არიან. როგორც ბუჯიაშვილი ამბობს, სტუდენტები იმ პრობლემებით არიან დაინტერესებულები, რომელიც სოფელში არსებობს და ჩართულობის კუთხით მზადყოფნას გამოთქვამენ. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვაში. ბუჯიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდება და თანამშრომლობას ორგანიზებული ხასიათი ექნება.
National Geographic-მა საქართველოს შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ტურისტებს სხვადასხვა ადგილის მონახულებას ურჩევენ და იმ 11 ადგილის ასახელებენ, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა ნახონ. National Geographic-ის სტატიაში აღნიშნული 11 ადგილი, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა ნახონ: კაცხის სვეტი, მცხეთის ისტორიული მონუმენტები, ხედი - ჯვრის მონასტერიდან, ვარძია, უფლისციხე, უძირო ტბა (რაჭა), ანანურის ციხე, ფალიაშვილის ოპერის სახლი, გადაჭრილი გორა და ჭიათურის საბაგიროები. National Geographic:...
საქართველოს ქალაქების უმეტესობა ფუნქციას კარგავს. თითქმის ყველა მათგანი, რომელიც ინდუსტრიული ზონა, ან ტურისტული ცენტრი არ არის, მოსახლეობისგან იცლება. ქვეყანაში ასეთი რეალობაა - არათუ სოფლებიდან გარბის ხალხი, არამედ პატარ-პატარა ქალაქები თვალსა და ხელს შუა ცარიელდება. ინფორმაციას რეზონანსი ავრცელებს. ბევრ ქალაქში, როგორიცაა ტყიბული, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი, ჩოხატაური, სენაკი, ხობი, ჩხოროწყუ, წყალტუბო, ხონი, ცაგერი, დმანისი, წალენჯიხა და სხვა, ხალხს უკიდურესად უჭირს. არის ქალაქები,...
წინა სტატია თბილისის მერიამ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 394 670 ლარია. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. "ხიდზე გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე კედლების რეაბილიტაცია, არსებული განათების ბოძების მხოლოდ გაწმენდა...
წინა სტატია თბილისის მერიამ დედაქალაქში 11 პრობლემური ადგილის განვითარების გეგმის შემუშავებისთვის გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა უკან გაიწვია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 100 000 ლარი იყო. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ის ტერიტორიები უნდა გამოევლინა, რომელთაც საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, მიწის რესურსების ქაოტური და არარაციონალური გამოყენება ახასიათებთ. საუბარი იყო ლისის ტბის,...
ქუთაისში, მდინარე რიონში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. რაც, სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზია. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. გარემოს დაცვის დეპატრამენტში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით, მათთან შეტყობინება არ შესულა. გამოცემა "ნიუპრესის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ კი შესაბამისი ჯგუფი ადგილზე მივადა და დაადგინა, რომ ეს არის სანიაღვრე არხი, რომელიც არის ქალაქის დაქვემდებარებაში. მათი თქმით, მასზე თვითნებურად დაერთებულია თუ არა რომელიმე ობიექტის საკანალიზაციო...
ქუთაისის მერიამ  "ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძის მამას ექსკუზიური ხელშეკრულების საფუძველზე 13 750 ლარი გადაურიცხა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. აღნიშნული თანხა ქუთაისის მერიის მიერ ბოლო სამ თვეში გასართობი ღონისძიებებისათვის ექსკლუზიური ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული ყველაზე სოლიდური გადარიცხვაა. უცხოეთში მოღვაწე ცნობილმა ჯაზ-მევიოლინემ ბენდთან ერთად კონცერი მესხიშვილის თეატრში 24 აგვისტოს ჩაატარა. მან კონცერტი ქუთაისში გასულ წელსაც გამართა. მიმდინარე წლის სექტემბერში ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში მონაწილეობისათვის 2 500 ლარის...
ქუთაისის მერიამ მომდინარე წლის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის დაახლოებით 80% გახარჯა. გამოცემა "ნიუპრესისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ცხრა თვისა და ორი კვირის მონაცემებით, მერიამ  მოქალაქეებზე და გარკვეულ პროექტებზე სარეზერვო ფონდიდან 394 894. 78 ლარი გასცა. მონაცემებით, ირკვევა, რომ ხშირად დღეში რამდენიმე ათეული დახმარება გაიცემოდა. ერთჯერადი დახმარების სახით, გაცემული თანხის მინიმალური რაოდენობა 50 ლარია, მაქსიმალური რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 1 000 ლარს აღწევს. თვეების მიხედვით...
წინა სტატია ქუთაისის მერიაში მდინარე ოღასკურას კალაპოტის ჩაბეტონებაზე განმარტება გააკეთეს. მათი თქმით, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან, მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე. მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების...
პარტია თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას განცახდებით, გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და ის უნდა გაუქმდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. კახა კუკავას თქმით, სახელმწიფო რწმუნებულების შესანახად ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა არამიზნობრივად არის გამოყოფილი. "გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციისათვის უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი. გუბერნატოს არანაირი ფუნქცია არ აქვს. სანამ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მახსოვს მისი საარჩევნო კამპანია. ის ამბობდა, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ