პარტია თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას განცახდებით, გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და ის უნდა გაუქმდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კახა კუკავას თქმით, სახელმწიფო რწმუნებულების შესანახად ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა არამიზნობრივად არის გამოყოფილი.
“გუბერნატორის ინსტიტუტი ზედმეტია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციისათვის უზარმაზარი თანხაა გამოყოფილი. გუბერნატოს არანაირი ფუნქცია არ აქვს. სანამ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მახსოვს მისი საარჩევნო კამპანია. ის ამბობდა, რომ გუბერნატორის არის ხორცმეტი, თუმცა რაც მოვიდა, სააკაშვილი გუბერნატორის უფლებამოსილებები კონსტიტუციაში გაწერეს. აუცილებელია გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება“, – განაცხადა კახა კუკავამ თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.