აბაშის სოფელ ონტოფოში ახალი ხიდის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით. არსებული ძველი ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
აღნიშნული საჭაპანე ხიდი სოფელს სახნავ-სათეს სავარგულებთან აკავშირებს. პროექტის ღირებულება 40 197 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.