მერიამ თბილისში 11 პრობლემური ადგილის შესწავლაზე გამოცხადებული ტენდერი გააუქმა

633

წინა სტატია

თბილისის მერიამ დედაქალაქში 11 პრობლემური ადგილის განვითარების გეგმის შემუშავებისთვის გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა უკან გაიწვია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 100 000 ლარი იყო. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ის ტერიტორიები უნდა გამოევლინა, რომელთაც საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, მიწის რესურსების ქაოტური და არარაციონალური გამოყენება ახასიათებთ.

საუბარი იყო ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მიკრორაიონების, გლდანის ტბის, ვარკეთილის III მასივის, ელიავას  ბაზრობის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე – ხილიანის ქუჩების, ორთაჭალის ბაღებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.