ქუთაისის მერია ყინულის მოედნისთვის აგრეგატს ყიდულობს

753

წინა სტატია

ცხრა თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის მერია ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარს ყიდულობს. ინფორმაციას ქუთაისი პოსი ავრცელებს.

აგრეგატის  შესაძენად ელექტრონული ტენდერი (SPA180008154)  218 000 ლარზე გამოცხადდა.

წინადადებების მიღება მიმდინარე წლის ორ ნოემბერს იწყება და ხუთ ნოემბერს სრულდება.

ქუთაისის ყინულის მოედანი, აგრეგატის გაფუჭების გამო, მიმდინარე წლის თებერვლიდან დაკეტილია. ხელოვნურ საფარიანი საციგურაო მოედანი ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში ყინულის მოედნის აღდგენის მოთხოვნით მოედანთან მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბნენ. როგორც ისინი აცხადებდნენ, რვა თვეა დაწესებულება არ ფუნქციონირებს, რადგან ადმინისტრაციამ მთავარი აგრეგატი, რომელიც მოედნის მუშაობას უზრუნველყოფს, ვერ შეიძინა.