გორის სოფელ მეჯვრისხევში 50-მდე სტუდენტი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთვება

1546

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 50-მდე სტუდენტი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთვება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ლექსო ბუჯიაშვილის თქმით, სტუდენტები ადგილობრივები არიან. როგორც ბუჯიაშვილი ამბობს, სტუდენტები იმ პრობლემებით არიან დაინტერესებულები, რომელიც სოფელში არსებობს და ჩართულობის კუთხით მზადყოფნას გამოთქვამენ. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვაში.

ბუჯიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდება და თანამშრომლობას ორგანიზებული ხასიათი ექნება.