ნაძალადევის რაიონში, ცინცაძის პირველი შესახვევი N3-ში, 12 მ სიგრძის და 6 მ სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის განხორციელება სვანეთის ქუჩის მხრიდან გზის ნაწილის ჩავარდნის შემდეგ გახდა საჭირო.
გზის დამჭერი კედლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 81 194 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
გლდანის რაიონში, 3 მისამართზე, პირველი მიკრორაიონის N2, მესამე მიკრორაიონის N5-7, მეექვსე მიკრორაიონის N31-32 კორპუსებთან კალათბურთის მოედანი ეწყობა.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები და განთავსდება ფარები. ამასთან, პირველი მიკრორაიონის N3 ბ კორპუსთან მოსასვენებელი სივრცისა და ფეხითსავალი ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს, სადაც, სკვერისთვის საჭირო ინვენტარი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები განთავსდება.
ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, გლდანის რაიონში სკვერების მოწყობა 10 მისამართზე...
ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს 21 კაციანი შემადგენლობა მესამე სხდომაა ქვორუმის შევსებას ვერ ახერხებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საბჭოს საქმიანობით, რომელიც ძირითადად, ქალაქის საჭიროებებზე მსჯელობასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას გულისხმობს, თავად საბჭოს წევრების გარკვეული ნაწილი არ ინტერესდება.
ბოლო სხდომას არ დასწრებია არც ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია. ამასთან, არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე ჩატარებული ექვსი სხდომიდან არც ერთს არ დასწრებია.
ქვორუმის არარსებობის გამო, რაც...
ახალციხეში, სოფელ კლდეში, წყალტუბო-ახალციხის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის საჯარო განხილვას ორი კაცი, მერის წარმომადგენელი და მერიის იურისტი ესწრებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჯარო განხილვის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის პრეზენტაცია სოფელ კლდის ადმინისტრაციულ შენობაში გუშინ 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე მხოლოდ ორი კაცისთვის გაიმართა. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე, მშენებელი სააქციო საზოგადოება "საქართველოს...
"შენების მოძრაობის"პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არცერთ სოფელს არ ეშველება, თუ სახელმწიფო ფეხზე არ დადგება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა.
"პენსიის, დასაქმების და სამედიცინო მომსახურებასთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა ქვეყანაში. არცერთი პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანა არ გამთლიანდება და...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ხობჩოს ტყის ტერიტორიაზე, ახალსოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების ადგილის რთული რელიეფიდან გამომდინარე, წარმოიშვა პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის დაძლეულია და სათავე ნაგებობისკენ მიმავალი გზის გაკვალვა დასასრულს უახლოვდება.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ობიექტზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 622 000 ლარს შეადგენს, სამუშაოებს შპს “მარიამი ო.ბ. 2006” აწარმობს.
ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ5+ 00 -კმ 10+ 300), გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად გზის საფარის მოწყობა ასფალტო-ბეტონით მიმდინარეობს, ამასთან, მათივე ცნობით, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები.
პროექტი რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2,4 მილიონი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019...
წინა სტატია
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: ავთო ინასარიძე
პრემიერმა განაცხადა, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა და გამოსავალს გუბერნატორების აქტიურ მუშაობაში ხედავს. თვითმმართველობის საკითხების ექსპერტები კი ამბობენ, რომ გუბერნატორების თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
"გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკამყოფილო ვარ. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და...
რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა "ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა "ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.
მერიის ცნობით, 6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში 2 ბუნებრივსაფარიანი და 2ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ამასთან, დამონტაჟდა ინდივიდუალური განათების სისტემა, რომელიც 3 მოედანს მოემსახურება. მათივე ინფრმაციით, სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე 2 შენობა განთავსდა.
როგორც მერიაში აცხადებენ, აკადემიაში პირველ ეტაპზე 60 ბავშვი იცხოვრებს. მერიის განმარტებით, მათთვის...
ახლადრეაბილიტირებულ ავლაბრის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში "თბილსერვის ჯგუფმა" ახალი დიზაინის 27 გარეგანათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა. გარდა ამისა, გარეგანათების საკაბელო ქსელი მიწისქვეშ განთავსდა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70 პროცენტით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ადგილობრივ მთავრობას ე.წ. ოცნების ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას თხოვენ. მათი თქმით, 800 -მდე ბავშვს მოუწესრიგებელი გზის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაადგილება უჭირთ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ არ არის ქუჩის განათება, ანტისანიტარიაა, რაც ჯანმრთელობის პრობლემას უქმნით.
"არ გვაქვს წყალი, გზა, დენი და მოუწესრიგებელია სრულიად ინფრასტრუქტურა. ჩვენ პატრონი...
დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
"სამართლიანი არჩევნების“ მესამე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ხულოსა და ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს.
"საანგარიშო პერიოდში, ხულოსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში გადადგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები. საარჩევნო კოდექსით აკრძალულია საარჩევნო პერიოდში საკადრო გადაადგილებები. აღნიშნული საკადრო ცვლილებები სერიოზულ...
გორის რამდენიმე უბანში ახალი ბანერები გამოჩნდა, რომელიც ისტორიული ადგილების მიმართულებას მიუთითებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიაში განმარტავენ, რომ ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები, ჩამოსულ ტურისტებს გეზის განსაზღვრაში დაეხმარება.
ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის განმარტებით, სამისამართო ბანერების არ არსებობის პრობლემას თავად ტურისტები აყენებდნენ იმ გამოკითხვის დროს, რასაც აღნიშნული სამსახური აწარმოებს. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში იგეგმება მსგავსი ბანერების დამონტაჟება.
ტურიზმის...
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკისთვის მერია დამატებით ფართს ეძებს. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ფართის მოსაძებნად მერიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. მათივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია პროცესი და სამინისტროს პასუხს ელოდებიან. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სავარაუდოდ, ახალ ფართში ბიბლიოთეკის ნაწილი გადავა. საკმარისი იქნება, თუ არა დამატებითი ფართი ბიბლიოთეკისთვის, დირექტორი ვერ აკონკრეტებს. გია ქობალიანი განმარტავს, რომ ფართის მოძებნა ჯერჯერობით თეორიის დონეზეა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"გააჩნია, დამატებითი ფართი...
წინა სტატია
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის ბეტონში მოქცევით კმაყოფილია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის ცნობით, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები, წლების განმავლობაში მუდმივი საფრთხის წინაშე ცხოვრობდნენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობა, დაახლოებით, 15 წელია ითხოვს ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა, ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ სამუშაოებისთვის საჭირო სოლიდური თანხების არ ქონის გამო.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობისგან ოღასკურას დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრებას და სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟებას ითხოვს.
ასევე,...
ბათუმში, ინასარიძის 24 ნომერში, მცხოვრებმა მოქალაქეებმა კორპუსის წინ არსებული გზა ტრანსპორტით ჩახერგეს და დროებით გადაკეტეს. ამბობენ, რომ სახლის წინ მდებარე ტერიტორია კანონით ამხანაგობას ეკუთვნის, თუმცა მიმდებარედ აშენებული მრავალსართულიანი ობიექტების გამო, წლებია ეზო საავტომობილო გზად იქცა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრვები ყვებიან, რომ ბათუმის მერიას ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. მათი თქმით, თვითმმართველობაში განუმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი ამხანაგობის ბალანსზე იყო,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































