უსუფაშვილი: არცერთ სოფელს არ ეშველება, თუ სახელმწიფო ფეხზე არ დადგა

1294

“შენების მოძრაობის”პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არცერთ სოფელს არ ეშველება, თუ სახელმწიფო ფეხზე არ დადგება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

დავით უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა.

“პენსიის, დასაქმების და სამედიცინო მომსახურებასთან ან სხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები ვერ მოგვარდება, თუ კანონის უზენაესობა არ დამყარდა ქვეყანაში. არცერთი პრობლემა არ მოგვარდება, თუ ქვეყანა არ გამთლიანდება და არ დასრულდება ეს სამარცხვინო ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ქვეყნის დაყოფა სხვადასხვა ბანაკებად. ჩვენ გამარჯვების შემთხვევაში ამ პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშავებთ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.