ქუთაისის მერია: მოსახლეობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის ბეტონში მოქცევით კმაყოფილია

995

წინა სტატია

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობა მდინარე ოღასკურას კალაპოტის ბეტონში მოქცევით კმაყოფილია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მერიის ცნობით, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები, წლების განმავლობაში მუდმივი საფრთხის წინაშე ცხოვრობდნენ. მათი ინფორმაციით, მოსახლეობა, დაახლოებით, 15 წელია ითხოვს ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა, ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ სამუშაოებისთვის საჭირო სოლიდური თანხების არ ქონის გამო.

მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობისგან ოღასკურას დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრებას და სათვალთვალო კამერებიც დამონტაჟებას ითხოვს.

ასევე, ქუთაისის მერია ეკოლოგების კომენტარებსაც ავრცელებს. მათი თქმით, მდინარეში ბუნებრივად შეიქმნა შესაფერი გარემო ეკოსისტემისთვის. მათივე განმარტებით, მსოფლიოს ბევრ ქალაქში ძალიან ბევრი მდინარე, სწორედ ბეტონის კალაპოტშია მოქცეული იმისთვის, რომ ის ადვილად გასაწმენდი იყოს და დატბორვის საფრთხე არ შეექმნას ქალაქებს.

ეკოლოგ ემზარ გორდაძის თქმით, ეკოსისტემას დაბინძურებულ მდინარეში გაცილებით დიდი საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაწმენდილ და მოწესრიგებულ კალაპოტში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი ჩააბეტონეს.