ახლადრეაბილიტირებულ ავლაბრის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო

703

ახლადრეაბილიტირებულ ავლაბრის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში “თბილსერვის ჯგუფმა” ახალი დიზაინის 27 გარეგანათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა. გარდა ამისა, გარეგანათების საკაბელო ქსელი მიწისქვეშ განთავსდა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70 პროცენტით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.