ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ადგილობრივ მთავრობას ე.წ. ოცნების ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას თხოვენ. მათი თქმით, 800 -მდე ბავშვს მოუწესრიგებელი გზის გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაადგილება უჭირთ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ არ არის ქუჩის განათება, ანტისანიტარიაა, რაც ჯანმრთელობის პრობლემას უქმნით.
“არ გვაქვს წყალი, გზა, დენი და მოუწესრიგებელია სრულიად ინფრასტრუქტურა. ჩვენ პატრონი არ გვყავს. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. მოვითხოვთ, რომ ადგილობრივმა მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება და ინფრასტრუქტურა მოგვიწესრიგოს. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც ვერ მოდის“, – განაცხადა ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებმა მარინა ბერიძემ.