წინა სტატია
მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება.
„ჩვენი მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს, 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ გადასამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ. ეს კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.
ხვალიდან პარლამენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტის განხილვას იწყებს.
კომიტეტებში განხილვის გრაფიკი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას 12 დეკემბერს გამართავს.
„ცვლილებების შედეგად ეკონომიკური ზრდა 8.5%-დან 10%-მდე იზრდება, ნომინალური მშპ ლარებში ხდება 72 მლრდ 276 მილიონ ლარი. იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილიც.
შემოსულობები იმატებს 596 მილიონ 700 ათასი...
მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე თავიდან იქნა აცილებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციაში მყოფი პირები „მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს“.
„წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები საქართველოში ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ისინი არიან ოპოზიციაში და იქედან ცდილობენ ომის გახსნას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ ეს ადამიანები დღეს...
ხაშურში მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენაზე მსჯელობენ. საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი გზაა მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემის მოსაგვარებლად. ამ საკითხზე ლიპარტელიანმა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ხაშურში ერთ-ერთ პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ამ პრობლების გადასაჭრელად ვმუშაობთ. მართალია, ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, როგორც მითხრეს, ერთი ავტობუსი რომ შევიძინოთ, 200 000 ლარია საჭირო, თუმცა ეს ავტობუსები აუცილებელია,...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 2023 წელს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მოქალაქეთა (80 ბენეფიციარი), უფასო კვებით მომსახურეობის შესყიდვისთვის, რისთვისაც 136 680 ლარი გაითვალისწინა.
უწყებას სურს, რომ ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ უზრუნველყოს კასპის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 80 მოქალაქის ყოველდღიური (გარდა კვირა დღისა), ერთჯერადი კვების ორგანიზება უფასო სასადილოში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.
“უფასო სასადილოს ფართში უნდა იყოს ყველა პირობა შექმნილი, კედელზე უნდა დამაგრდეს...
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მაცხოვრებლები ტყით და საძოვრებით ვერ სარგებლობენ, – ამის შეასხებ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, ამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობა შიშის გამო, ტყით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
“მოგეხსენებათ, რომ ეს სოფლები მდებარეობენ გამყოფ ხაზთან. ამის გამო, მოსახლეობას შიში აქვს და ვერც საძოვრებით სარგებლობს და ვერც ტყის რესურს იყენებს. ჩვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვგეგმავთ, რომ...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 200 სოციალურად დაუცველს სასურსათე პაკეტს გადასცემს, რისთვისაც 30 000 ლარს დახარჯავს. პროდუქტები შესაძენად უწყებამ ტენდერი გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველები შემდეგი სახის პროდუქტებს მიიღებენ:
ზეთი 2 ლიტრი;
შაქარი 5 კგ;
მარილი 2 კგ;
1 ცალი მარგარინი;
2 ცალი შესქელებული რძე;
1ცალი 24 პაკეტიანი ჩაი;
ყავა 100 გრამი;
1 ცალი ტომატი;
1 კგ კარამელი;
1 კგ შოკოლადი;
10 კვერცხი;
...
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით გაიზარდა.
კერძოდ, მიმდინარე თვეში საარსებო შემწეობა სულ 665 992-მა სოციალურად დაუცველმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.9%-ია.
ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 989 509 ლარი დაიხარჯა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა საახალწლო ღონისძიების გასამართად 140 000 ლარის გამოყოფას. დღეს, 5 დეკემბერს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები განიხილეს. ერთ-ერთი ცვლილება ეხება კულტურული ღონისძიებებისათვის ბიუჯეტის თანხის გაზრდას. ინფორაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
როგორც სხდომაზე მარნეულის მერიის საფინასნო-საბიუჯეტო სამსახურის მუფროსის მოვალეობის შემსურლებელმა მაია ნავერიანმა განაცხადა, მარნეულში საახალწლო ღონისძიების გამართვა 30 დეკემბერსაა დაგეგმილი.
„140 000 ლარით გაიზარდა კულურული სფეროს...
მარნეულის მერიაში ინვენტარის ჩამოსაწერად სპეციალური კომისია შეიქმნება. საუბარია მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ტექნიკის ჩამოწერაზე. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
აღნიშნული საკითხი დასამტკიცებლად 5 დეკემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერიის თანამშრომელმა, ბექა გავაშელმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის და ჩამოწერის კომისია შეიქმნება.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ნავერიანმა განმარტა, რომ უკვე...
26 დღე ახალ წლამდე და ბათუმი საახალწლო განათებების გარეშე - მერიაში არ იციან, როდის ჩაირთვება ქალაქში სადღესასწაულო განათებები. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როგორც TV25-ს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში უთხრეს, მონტაჟისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება. რაც შეეხება განათებების ჩართვის ზუსტ თარიღს, პასუხისმგებელი უწყებები TV25-ს ერთმანეთთან ამისამართებენ.
ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისმა" ქუჩების მორთვა რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო.
როგორც "ქუთაგანათების სერვისში" განმარტავენ, საახალწლო დეკორაციები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება. რაც შეეხება, დეკორაციების მოწყობის დასრულებას, ა(ა)იპ-ში ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ.
2011 წლის შემდეგ, ქუთაისი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 16-მეტრიანი ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 146 000 ლარი განისაზღვრა. საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 366 125 ლარი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 944 ერთეული სხვადასხვა ზომის კონტეინერი, ასევე, მეეზოვეების ორი სეზონის (ზაფხულისა და ზამთრის) სპეციალური უნიფორმები გადასცა.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, ჯამში ეტაპობრივად გადაეცემათ სხვადასხვა ზომის 5397 კონტეინერი, 223 უნიფორმა, ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6 პროცენტი გოგოა, ხოლო, 57.4 პროცენტი - ბიჭი.
მათივე ინფორმაციით 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო. წინა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ავტორი: ანანო გოშაძე
რა მდგომარეობა იყო 2018-2022 წლებში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში, რამდენი ახალი ბიბლიოთეკა აშენდა, რამდენს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რამდენით დაფინანსდა ჯამში აღნიშნული ბიბლიოთეკები და ამ დაფინანსებიდან რამდენი მოხმარდა წიგნების შეძენას 5 წლის განმავლობაში – droa.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა.
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი - ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს და ისიც - მხოლოდ ქალაქში. მუნიციპალიტეტის...
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ,სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































