დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულებაზე და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მომავალი წლისთვის წარმომადგენლობითი ხარჯების 1 მილიონი ლარით შემცირება დაანონსა. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ბიუჯეტი 726  ათასი ლარით მცირდება, შრომის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება პრიორიტეტებს მომდევნო წლისთვისაც მთავარი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტებია. მისივე თქმით, 10 მილიონი ლარამდე იზრდება...
ბათუმის საკრებულომ ფინანსური სამსახური გააუქმა. დეპუტატების გადაწყვეტილებით, ბუღალტერიასთან დაკავშირებულ საკითხებს მერია მოაგვარებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მმართველი გუნდი ამ ცვლილებას კანონის მოთხოვნით ასაბუთებს. “ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, საკრებულოს თანამშრომლები სამსახურიდან არ გათავისუფლებულან. ფინანსური სამსახურის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ვარაუდით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საკრებულოს გამართულ მუშაობას და ბიუროკრატიული საქმეები გაზარდოს. აღნიშნულ სამსახურში ორი ადამიანი მუშაობდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია კონდიციონერების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯამში 21 კონდიციონერზეა საუბარი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 120 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონდიციონერების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა მოხდეს. წინადადების მიღება 6 ნოემბერს დასრულდება.
წინა სტატია ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიის სამსახურის უფროსებსა და წარმომადგენლებს მერის ახალი მოადგილე კოტე თოფურია წარუდგინა. მერიის ინფორმაციით, კოტე თოფურია განათლებით ეკონომისტია. ამასთან, 1994-2000 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრობის საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მათივე ცნობით, 2000 წლიდან დღემდე კოტე თოფურია კერძო სექტორში მოღვაწეობდა. შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი თოფურიამ თანამდებობა დატოვა. ამასთან, სამართლიანი არჩევნებისა...
წინა სტატია ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ნინოწმინდაში საკრებულოს აპარატის უფროსს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ნინოწმინდის საოლქო კომისიამ საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ სოღოიანის მიერ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და საქმე სასამართლოს გადასცა. სასამართლომ კი არფიკ ტოროიანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. "გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის  24–ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 2018 წლის 1 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გვირაბში ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე (ქობულეთი-ბათუმის მიმართულება), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  რომ სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო 150 000 მგზავრს მოემსახურება, ტენდერი კი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება. მიწისზედა მეტრო 2-3 წელში აშენდება. კალაძის თქმით, მიწისზედა მეტროს სადგური უკვე არსებულ სადგურს დაუკავშირდება სამგორში. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხაზზე 7 მეტროსადგური მოეწყობა და პირველ ეტაპზე ლოდინის დრო 10 წუთი იქნება. თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ "მწვანე პოლიტიკა...
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია კამპანიას "გაუფრთხილდი ქალაქს“ იწყებს. "ხშირია შემთხვევები, როდესაც მიზანმიმართულად ხდება დაზიანებები, იგივე სკვერების, მოწესრიგებული ქუჩების - ძალიან ბევრია ასეთი ვანდალური ფაქტები. ამის კადრებიც არსებობს. ჩვენ ვიწყებთ სოციალურ კამპანიას "გაუფრთხილდი ქალაქს“, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას. კამპანია ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად ჩაერთოს ქალაქის...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 დღის განმავლობაში მთლიანად დასრულდება. ასევე, ჩიქოვანის ქუჩაზე საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებიც რეაბილიტირდა. ამასთან მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი და საპარკინგე ადგილებიც მოწესრიგდება. კალაძის განცხადებით, უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ მცხოვრებ ადამიანს დაეყენებინათ მანქანა, ისეთი რთული მდგომარეობა იყო ქუჩაზე. "ჩიქოვანის ქუჩაზე შევქმენით საპარკინგე ადგილები და მოვაწესრიგეთ უკვე არსებული....
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მშენებლობის პროცესში რეგულაციების გამკაცრებას ეხება, უკვე მომზადებულია. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი მალე გადაეგზავნება პარლამენტს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან, მისი თქმით, ჰაერის მტვრით დაბინძურება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. "ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის ჰაერის მტვრით დაბინძურება. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში...
წინა სტატია ქუთაისის ვიცემერი გიორგი იობაშვილი "იმერეთი ნიუსის" დამფუძნებლის კოტე ცირეკიძის ბრალდებას, რომ მან სააგენტო მაღალჩინოსნების მუქარის გამო დახურა, აბსურდულს უწოდებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. გიორგი იობაშვილის თქმით, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, თუმცა ვისი მხრიდან, არ აკონკრეტებს. იობაშვილი ითხოვს რამე სახის მტკიცებულებას მუქარასთან დაკავშირებით და ასეთის არსებობის შემთხვევაში მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს. "ვისურვებდი, "იმერეთის ნიუსი" სხვა მედიასაშუალებასთან ერთად არსებობდეს მედიაბაზარზე", -  თქვა იობაშვილმა. შეგახსენებთ, რომ “იმერეთი ნიუსის” დამფუძნებელმა კოტე ცირეკიძემ, რომელიც...
ოზურგეთში სანაპიროს ქუჩის 530 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 837 036 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ასევე, ჯორჯიაშვილის, გორკისა და ინგოროყვას ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაციაც განხორციელდება. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციოსამუშაოებს შპს "ფემინი კონსტრაქშენ გრუპი" ახორციელებს.
ქალაქ ბოლნისში ნოემბრის ბოლომდე აკაკი წერეთლისა და სიონის ქუჩების კვეთაზე სანიაღვრე სისტემის მშენებლობა დასრულდება. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  ხორციელდება. "ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. მუშა პროცესში ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან დასაქმებულნი", - აცხადებენ მერიაში. მერიის ინფორმაციით, 2018 წელს ბოლნისში ჯამში 5 ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. "ახალი სანიაღვრე ქსელის მშენებლობა ქალაქისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. მით უფრო მაშინ,...
ოზურგეთიში ყაზბეგის ქუჩის მესამე შესახვევსა და მიმდებარე მოედანზე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 743 044 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ასევე წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ყაზბეგის ქუჩაზე სამუშაოები შპს "გზამშენი 18" აწარმოებს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
შემდეგი სტატია "იმერეთი ნიუსის" დამფუძნებელმა კოტე ცირეკიძემ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია, მაღალჩინოსნების მუქარის გამო სააგენტო დახურა. ცირეკიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლაში დაადანაშაულა. https://www.facebook.com/kotikotsireka/posts/1878700652167448 კომენტარს არ აკეთებენ არც მერიაში და არც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებს აწარმოებენ, შეხვედრა გამართა. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკის შესახებ ისაუბრეს. "იმედია, სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და ყველა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება. მხოლოდ ასეთი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით არის შესაძლებელი სახელმწიფოს ფულადი სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად ხარჯვა“, - აღნიშნა თერჯოლის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ