ქუთაისის ვიცემერი სააგენტო “იმერეთი ნიუსის“ დამფუძნებლის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

796
ქუთაისის ვიცემერი

წინა სტატია

ქუთაისის ვიცემერი გიორგი იობაშვილი “იმერეთი ნიუსის” დამფუძნებლის კოტე ცირეკიძის ბრალდებას, რომ მან სააგენტო მაღალჩინოსნების მუქარის გამო დახურა, აბსურდულს უწოდებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

გიორგი იობაშვილის თქმით, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა, თუმცა ვისი მხრიდან, არ აკონკრეტებს. იობაშვილი ითხოვს რამე სახის მტკიცებულებას მუქარასთან დაკავშირებით და ასეთის არსებობის შემთხვევაში მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს.

“ვისურვებდი, “იმერეთის ნიუსი” სხვა მედიასაშუალებასთან ერთად არსებობდეს მედიაბაზარზე”, –  თქვა იობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “იმერეთი ნიუსის” დამფუძნებელმა კოტე ცირეკიძემ, რომელიც ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია სააგენტო, მისი თქმით, მაღალჩინოსნების მუქარის გამო  დახურა.