1 ნოემბერს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

624
ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის  24–ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, გადაუდებელი ელექტრო-მექანიკური სამუშაოების გამო, 2018 წლის 1 ნოემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გვირაბში ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე (ქობულეთი-ბათუმის მიმართულება), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.