თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებს აწარმოებენ, შეხვედრა გამართა.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი გეგმა-გრაფიკის შესახებ ისაუბრეს.
“იმედია, სამშენებლო პროცესი ხარისხიანად წარიმართება და ყველა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება. მხოლოდ ასეთი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით არის შესაძლებელი სახელმწიფოს ფულადი სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად ხარჯვა“, – აღნიშნა თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ჯამში 7479 063 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.