ხობის მუნიციპალიტეტის მერია კონდიციონერების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯამში 21 კონდიციონერზეა საუბარი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 120 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კონდიციონერების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა მოხდეს.
წინადადების მიღება 6 ნოემბერს დასრულდება.