ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

677

ოზურგეთში სანაპიროს ქუჩის 530 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 837 036 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ასევე, ჯორჯიაშვილის, გორკისა და ინგოროყვას ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის სარეაბილიტაციოსამუშაოებს შპს “ფემინი კონსტრაქშენ გრუპი” ახორციელებს.