წინა სტატია მერიის სხდომათა დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე, სადაც მერის მოვალეობის შემსრულებელს ანგარიში უნდა წარედგინა, დევნილი თეონა ქარდავა მაიზერ ნანავას დაუპირისპირდა, სადაც ნანავამ მოქალაქე თეონა ქარდავას მისამართით განაცხადა, რომ - “ზუგდიდის მოსახლეობის 95% ინტელექტია, 5% გიჟი, რა ვქნათ ყველგან არიან, ამიტომაც გვაქვს ჯანდაცვის პროგრამები, რომ მათ ვუმკურნალოთ”. იყო თუ არა მაიზერ ნანავას აღნიშნული სიტყვები დისკრიმინაცია, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგვარად განმარტა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თავდაპირველად, "საერთაშორისო...
წინა სტატია რეორგანიზაციის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა სრულად განახლდა, დაემატა ახალი ფუნქციები და მოხდა არსებული ფუნქციების გადანაწილება, რის შედეგადაც გამოიკვეთა საინჟნრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის, პროექტების მართვისა და სხვა მიმართულებების გაძლიერების საჭიროება. რეაორგანოიზაციის შედეგად მიღებული ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება უკვე დაიწყო. ამ დროისათვის, კონკურსი გამოცხადებულია 24 ვაკანტურ პოზიციაზე და ეტაპობრივად გამოცხადდება კიდევ 29 ვაკანტურ პოზიციაზე, შემდეგ მიმართულებებზე: მოვლა-შენახვა...
ქუთაისის საკრებულომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ იმსჯელა. მერიის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის მიღებით, საფუძველი ჩაეყარა გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესს. "მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალაქის ზონირება, გამწვანების კოეფიციენტების გაზრდა, მშენებლობის დროს პარკირების წესების დადგენა და მრავალი სხვა. საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტით ქალაქის იერსახის დაცვა მოხდება", - აცხადებენ მერიაში. "მე...
2018 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ ჭიათურობა 2018-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღონისძიებებს მართავს, რის გამოც აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის  1 ნოემბერს 10:00სთ- დან 17:00სთ-მდე;  სამონტაჟო სამუშაოებისათვის  2 ნოემბერს 12:00სთ-დან 17:00სთ-მდე; "ჭიათურა 2018- ის" ღონისძიების ჩატარებისათვის  3 ნოემბერს 09:00სთ-დან 17:00სთ-მდე. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება...
შემდეგი სტატია მერიის სხდომათა დარბაზში შეხვედრის დაწყებამდე, სადაც მერის მოვალეობის შემსრულებელს ანგარიში უნდა წარედგინა, დევნილი თეონა ქარდავა მაიზერ ნანავას დაუპირისპირდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თეონა ქარდავა მერიის სხდომათა დარბაზში იძულებით გადაადგილებულ რამდენიმე პირთან ერთად მივიდა და პროტესტის ნიშნად იატაკსა და მაგიდაზე პოლიეთილენის ბრეზენტები დაყარა. მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე არ გადაუხურავთ. შეგახსენებთ, რომ კახათის დევნილთა დასახლებაში...
სოფლის მეურნეობის განვითარების, მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის ცენტრის მოწვევით ლანჩხუთში შპს "ჯორჯიან ტექნოლოგის" მმართველი პარტნიორი (თავმჯდომარე) აჰმედ ონერი და ამავე კომპანიის წარმომადგენელი მერაბ ფუტკარაძე იმყოფებოდნენ. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრას ა(ა)იპ-ს თავმჯდომარესთან და თანამშრომლებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერის მოადგილეს, გიორგი ფაცურია ესწრებოდნენ. მერიის ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი ლანჩხუთში ქარხნის აშენების საკითხი იყო, რაც პირველ ეტაპზე 2...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, გვიმბალაურის ყოფილი კოლეჯის ეზოში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშოებს შპს "ნიკა" აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 776 774 ლარია. "აკადემია დასავლეთ ზონაში ერთადერთი იქნება და ის 50-60 ბავშვს მოემსახურება. ამავე ეზოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის მშენებლობაც არის დაგეგმილი", - აცხადებენ მერიაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 1 750 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოასფალტდება. პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 675 984 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "გზამშენი 18“ აწარმოებს.
30 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა. მერიის ცნობით, საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და...
წინა სტატია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 1 442 761 ლარია. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის, პროექტს კლდეზე საცოცი კედელი დაემატა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი საკრებულოს წინაშე ერთი წლის ანგარიშით წარსდგა. მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა მერიის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აქცენტი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გააკეთა. ამასთან,  მდივნიშვილმა მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებიც დააანონსა. როგორც მერიაში აცხადებენ, მერის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა,...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, კრწანისის რაიონში, ხანძთელის N20-ში, შენობას კაპიტალურად ამაგრებენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. "კრწანისის რაიონის გამგეობამ მისი კაპიტალური გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, სახლის ფასადი, სახურავი, კიბე და სარდაფი სრულად განახლდება. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება", - ამბობენ გამგეობაში. შეგახსენებთ, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა...
გლდანის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გლდანის ხევის N6 ა კორპუსის და მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსების სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა, მეშვიდე მიკრორაიონის N4 ა კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია კი მიმდინარეობს. გარდა ამისა, გამგეობის ცნობით, მერვე მიკრორაიონის N18 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოების შედეგად განახლდა კაბინა, სრულად შეიცვალა ჯალამბარი, ელექტრო ფარი და ყველა სართულზე შეიცვალა შახტის კარი. როგორც გამგეობაში აცხადებენ,...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მერია მომავალი წლიდან ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემას გავაკონტროლებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მერიის მიერ მომზადებული საკანონდებლო პაკეტი ამტვერებადი მასალის გადაზიდვის, განთავსების, დამუშავების თვალსაზრისით სანქციების გამკაცრებას გულისხმობს. მაია ბითაძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს და მხარს დაუჭერს. "მტვრის ნაწილაკების ჰაერში კონტროლის მიზნით შემუშავებულია საკანონდებლო პაკეტი, რომელიც მშენებლობების დროს შეფუთვის...
თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელი სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი - "ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში. მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო...
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ელეონორა არჩაია მისი შვილის კოტე ცირეკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მისი ოჯახის მიმართ ხორციელდება ზეწოლა, ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მეტი კონკრეტიკისაგან თავს შეიკავებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "ვადასტურებ, რომ იყო ზეწოლა თან ძალიან მწარედ, უმძიმესი 6 თვე გადავიტანეთ, თუმცა ამის შესახებ წინაასარჩევნო პერიოდში საუბარი არ მინდა, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი"- განაცხადა ელეონორა არჩაიამ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ