ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი საკრებულოს წინაშე ერთი წლის ანგარიშით წარსდგა.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა მერიის სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აქცენტი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გააკეთა. ამასთან, მდივნიშვილმა მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებიც დააანონსა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მერის ანგარიში საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების წესით, გაწეული მუშაობის შესახებ საკრებულოს და საკუთარ ამომრჩეველს ანგარიში წარუდგინოს.