რეორგანიზაციის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურა სრულად განახლდა, დაემატა ახალი ფუნქციები და მოხდა არსებული ფუნქციების გადანაწილება, რის შედეგადაც გამოიკვეთა საინჟნრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის, პროექტების მართვისა და სხვა მიმართულებების გაძლიერების საჭიროება.
რეაორგანოიზაციის შედეგად მიღებული ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადება უკვე დაიწყო. ამ დროისათვის, კონკურსი გამოცხადებულია 24 ვაკანტურ პოზიციაზე და ეტაპობრივად გამოცხადდება კიდევ 29 ვაკანტურ პოზიციაზე, შემდეგ მიმართულებებზე: მოვლა-შენახვა და პერიოდული შეკეთება, საგზაო ინფრასტრუქტურის დაგეგმარება, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება, მშენებლობა, გარემოსა და სოციაულრ საკითხთა სამსახური, საერთაშორისო შესყიდვების სამსახური და სხვა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია www.georoad.ge, www.hr.gov.ge-სა და www.jobs.ge-ზე თავსდება.
“კონკურსი ჩატარდება, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, გამჭირვალობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით. პროცესი ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების შერჩევას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვას, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის”, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.