თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყვითელი სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულები ე.წ. არამიანცის კლასტერში არიან გადაყვანილი, კერძოდ, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი – “ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.
მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“თბილისის მიკროავტობუსი“ ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც
“ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად “მერსედესის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა“, – განაცხადეს “თბილისის მიკროავტობუსის“ კომპანიაში.
მათივე თქმით, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა.