ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 1 750 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოასფალტდება.
პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 675 984 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “გზამშენი 18“ აწარმოებს.