1-3 ნოემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

862

2018 წლის 3 ნოემბერს, სახალხო დღესასწაულ ჭიათურობა 2018-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ღონისძიებებს მართავს, რის გამოც აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე (ნინოშვილის ქუჩა) იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კერძოდ: ნინოშვილის ქუჩის გადარეცხვითი სამუშაოებისათვის  1 ნოემბერს 10:00სთ- დან 17:00სთ-მდე;  სამონტაჟო სამუშაოებისათვის  2 ნოემბერს 12:00სთ-დან 17:00სთ-მდე; “ჭიათურა 2018- ის” ღონისძიების ჩატარებისათვის  3 ნოემბერს 09:00სთ-დან 17:00სთ-მდე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შემოვლით გზაზე, ჯარბელის ქუჩის გავლით. მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.