მიმდინარე წელს ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორნებსა და სასტუმროებში სტუმრებისთვის 7 940 ლარი გადაირიცხა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 2018 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 5 140 ლარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის ექიმებისა და ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებისთვის გაიწერა. აქედან თანხის ნაწილი კლინიკის ექიმებისთვის სასტუმროს მომსახურეობაში, ნაწილი კი სტუდენტებისთვის ვახშმისთვის გამოიყო. მიმდინარე წელსკი, 2 000 ლარი საქართველოში სომხეთის ელჩისა და მისი თანმხლები პირების...
საკანალიზაციო სისტემის დაზიანების გამო, ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერში ფეკალიები ამოდის, რის გამოც დაბინძურებულია ის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები დგას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საკანალიზაციო სისტემიდან ამოსული ფეკალიებით ბორჯომის პარკში, დაახლოებით, 100 მეტრზე მეტი ფართობია დატბორილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება "წყალმომარაგების კომპანიის“ ვალდებულებაა: "ჩვენ გავედით ადგილზე და შევამოწმეთ, ფეკალიები კანალიზაციის ჭიდან ამოდის, როგორც კომპანიაში გვითხრეს გორიდან უნდა ჩამოიყვანონ...
სტატიის გაგრძელება ახალციხეში, სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. პროექტი 2019 წელს განხორციელდება და სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. რა თანხა დაიხარჯება პროექტის განსახორციელებლად, ჯერ უცნობია. "ჯერ დეტალები გარკვეული არ არის, იქნება აბონიმენტები", - ამბობენ ახალციხის მერიაში.
ადიგენში 2017 და 2018 წლებში რვა კულტურული ღონისძიება გაიმართა და ამისთვის ბიუჯეტიდან 19 327 ლარი გამოიყო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურული ღონისძიებებისთვის 2018 წელს 9 000 ლარი დახარჯა. აქედან 26 ივნისს, სოფელ უდეში გამართული წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის 3 000 ლარი გამოიყო, 30 ივლისს "შუამთობისთვის“ – 2 500 ლარი, 11 აგვისტოს გამართული "ზეკარობისთვის“ –...
წინა სტატია სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იანი დანამატი შესაძლოა, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულმა ყველა პირმა მიიღოს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მოქმედი კანონით, სოციალური შეღავათები მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგებზე ვრცელდება და ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს არ მოიცავს. პარლამენტს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა, რომლის მიხედვითაც, სოციალური შეღავათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე გავრცელდება. ამასთანავე, იგივე შეღავათი გავრცელდება ადრეული...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.ბიუჯეტის პროექტი განსახილველად დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 625 800 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ბიუჯეტზე 736 400 ათასი ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრებმა საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს. საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ფხალაძის განცხადებით წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად...
ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი-დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, საქართველოს მთავრობასა და მთის განვითარების ეროვნული საბჭოსთან, ქალაქ ტყიბულისთვის მაღალმთიანობის სტატუსის მისანიჭებლად, მოლაპარაკებებს აწარმოებს. ელგუჯა გოცირიძის თქმით, სასურველი შედეგის მისაღწევად ის ძალ-ღონეს არ დაიშურებს და თუ პროცესები შეუფერხებლად წარიმართა, ქალაქ ტყიბულის მოსახლეობა შემდეგი შეღავათებით ისარგებლებს: ფიზიკური პირი გათავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისგან; მეწარმე პირი კი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისგან (საგადასახადო...
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაგორასა და ზედაბზვანში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამით იმერეთის მხარეში იმ სოფლების რაოდენობა, რომელთაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, 287-მდე გაიზარდა. სულ იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში 204 229 აბონენტია გაზიფიცირებული. სამუშაოები, რომლებიც ამჟამად იმერეთის რეგიონის სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარ არსებულ გრაფიკის თანახმად, 2020 წლის ჩათვლით უნდა დასრულდეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის მთავრობისა და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმის უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტი, მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთვება. "ჩანგშას ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ჩვენს რეგიონს და ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა აჭარის...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კასპის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა 7 სოფელში: ბოჟამი, ხვითი, კოდისწყარო, საკორინთლო, ყარაფილა, სარიბარსა და ზადიანთკარში სასმელი წყლის ჭაბურღილები მოაწყო. მერიის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მოსახლეობას წყალი მიეღო საჭირო იყო შიდა დაქსელვითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაქსელვით სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც, დაახლოებით, 4 100 000 ლარია. მშენებლის შერჩევისა და მის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ შვიდივე...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მდებარე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიამ სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივი მოწყობის სამუშაოებისთვის 143 335 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მათივე ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი გარეპერიმეტრზე ალუმინის კარ-ფანჯრების, სპორტულ დარბაზში, დერეფნებსა და სანიტარულ ადგიელბში კერამიკული ფილების და შესასვლელში კიბების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, შიდა ელექტროობა და წყალგაყვანილობაც მოწესრიგდება.
დღეს ქალაქ ბოლნისში 160 აღსაზრდელზე გათვლილი N2 საბავშვო ბაღი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღი, სადაც მანამდე სკოლამდელ განათლებას 4 ასაკობრივ ჯგუფში 90 აღსაზრდელი იღებდა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 6 ასაკობრივ ჯგუფში 160 აღსაზრდელს დაიტევს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შენობას სრულად ჩაუტარდა ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყო ეზო და...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში გზის კეთილმოწყობა დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ მამხუტში 825 გრძივ მეტრზე, ნოემბრის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელიც ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკით მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდებ და მისი ღირებულება 700 000 ლარია. მერიის ინფორმაციით, მამხუტის გზის მშენებლობის დაფინანსების გადაწყვეტილება საქართველოს...
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება. როგორც მერიაში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" ერთად აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. რამოდენიმე...
გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. "დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელები ძირეულად შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოასფალტდა გზა. დარჩენილია გზაგამყოფები, რომლებიც ერთ კვირაში მოწესრიგდება. მოეწყობა ახალი გამწვანება, თავისი სარწყავი სისტემით. ასევე, ორი კვირის...
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების თაობაზე ხელისუფლებამ მუშაობა დიდ ხნის წინ დაიწყო. როგორც კალაძემ განაცხადა ამ საკითხზე საუბარი "იუნისეფის" დასკვნაშიც იყო. "ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების, კონკრეტულად, პრემიერმინისტრის მხრიდან დღეს გაჟღერდა. მივესალმები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ის, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ჭარბვალიანობა ქვეყანაში. ამაზე გუშინ და დღეს არ დაგვიწყია საუბარი, დიდი ხანია ვსაუბრობთ....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ