კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მდებარე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიამ სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივი მოწყობის სამუშაოებისთვის 143 335 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
მათივე ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტი გარეპერიმეტრზე ალუმინის კარ-ფანჯრების, სპორტულ დარბაზში, დერეფნებსა და სანიტარულ ადგიელბში კერამიკული ფილების და შესასვლელში კიბების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, შიდა ელექტროობა და წყალგაყვანილობაც მოწესრიგდება.