“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების თაობაზე ხელისუფლებამ მუშაობა დიდ ხნის წინ დაიწყო. როგორც კალაძემ განაცხადა ამ საკითხზე საუბარი “იუნისეფის” დასკვნაშიც იყო.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების, კონკრეტულად, პრემიერმინისტრის მხრიდან დღეს გაჟღერდა. მივესალმები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ის, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ჭარბვალიანობა ქვეყანაში. ამაზე გუშინ და დღეს არ დაგვიწყია საუბარი, დიდი ხანია ვსაუბრობთ. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის მობრუნდა პოლიტიკაში, ამაზე საუბრობდა “იუნისეფის” დასკვნაც, რომელიც იცის საზოგადოებამ და ჯერ კიდევ პრემიერის ფინანსთა მინისტრობის დროიდან მოყოლებული, იყო საუბარი ამაზე. მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში. მადლობა საქველმოქმედო ფონდ “ქართუს”.
600 000-ზე მეტ ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს და ყველა ვალი და დავალიანება ექნება ჩამოწერილი”, -განაცხადა კალაძემ.