საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კასპის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა 7 სოფელში: ბოჟამი, ხვითი, კოდისწყარო, საკორინთლო, ყარაფილა, სარიბარსა და ზადიანთკარში სასმელი წყლის ჭაბურღილები მოაწყო.
მერიის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მოსახლეობას წყალი მიეღო საჭირო იყო შიდა დაქსელვითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაქსელვით სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც, დაახლოებით, 4 100 000 ლარია. მშენებლის შერჩევისა და მის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ შვიდივე სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მომარაგება გაუუმჯობესდებათ.