დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.
როგორც მერიაში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და “ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ერთად აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. რამოდენიმე დღის წინ კი სოფლის ელექტროფიკაცია და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა.