გორის მერია საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია წინასაახალწლოდ ტენდერის მიხედვით 300 არაციმციმა გამჭირვალე 20 მეტრიან სადენს და 600 ცალ 10 მეტრიანი სადენს შეიძენს. ასევე, შეიწყიდის 40 ცალ ნეონის ფიფქს ლითონის კონსტრუქციაზე, ამავე რაოდენობის ფლეშღეროებით და 6 ცალ 100 მეტრიან სპილენძის სადენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარითაა განსაზღვრული.
აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება დღეს სრულდება, პრეტენდენტად ჯერჯერობით არავინ...
გორის მერიამ ბიუჯეტის პროექტში შეტანილი შენიშვნების ნაწილი არ გაითვალისწინა. ამის შესახებ "რადიო მოზაიკასთან“ გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.
"გორის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი შენიშვნები განიხილა. კორექტირებული დოკუმენტი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეკემბრის 15 რიცხვამდე გადაეგზავნება.
ძირითადი შენიშვნები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე იყო. ჩვენ გავეცანით ამ შენიშვნებს და განვიხილეთ. ზოგიერთი შენიშვნა გავითვალისწინეთ, ზოგიერთს, დასაბუთება აკლდა. დეკემბრის 15 რიცხვამდე გადავუგზავნით შესწორებულ ვარიანტს საკრებულოში...
წინა სტატია
საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს დებს.
სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება წყდება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა და არჩევნებში 59,54 %-ით "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის...
კოოპერატივ "მღებრიანის" ხელმძღვანელმა გიორგი დავითაშვილმა განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანში ტურიზმის განვითარებისთვის მთავრობის დახმარებით ცხენების ფერმას გააშენებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, სოფელში 17-მდე პირი გაერთიანდება და საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას დაიწყებენ. კოოპერატივის წევრებმა გორის მერიას წერილობით მიმართეს, რათა, დაახლოებით, 600 კვ.მ მიწის ფართობი იჯარით მისცენ. გორის მერია თანახმაა, რომ 30 წლის ვადით, "მღებრიანელებმა" ცხენების ფერმა გააშენონ.
"ამჟამად,...
ძლიერმა ქარმა ქუთაისში N6–ე საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა სკოლის სახურავიდან გადმოვარდნილმა სახურავმა იქვე მყოფი ავტომობილი დააზიანა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სახურავის ფრაგმენტებმა სკოლაში წყლის რეზერვუარი დააზიანა, რის გამოც, სკოლის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაიღვარა.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
"ძველი სახურავია, მაგრამ თითქოს არ ჰქონდა პრობლემა, წყალიც არ ჩამოდიოდა. როგორც ჩანს ქარმა ერთი ადგილიდან ააძრო სახურავი და შემდეგ...
სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგებას ახორციელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ბრტყელი სახურავების მოწესრიგება 8 მისამართზე უკვე დასრულდა. ვარკეთილი 3-ში, პირველ მიკრორაიონში N15 და N35 კორპუსების ბრტყელ სახურავებს კი რეაბილიტაცია უტარდება.
ასევე, სახურავების მოწესრიგება მიმდინარეობს ქინძმარაულის შესახვევში, N22 კორპუსში, აეროპორტის დასახლება N41-ში, დიდ ლილოსა და წერეთლის N5-ში. ამასთან, ქანობიანი სახურავის მოწყობა მიმდინარეობს ვარკეთილის მეურნეობაში, გუდამაყრის N16 კორპუსში. ქანობიანი სახურავები...
გლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა I შესახვევის N20-ის მიმდებარედ, გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობითა და შუამდგომლობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, "GWP-მა“ წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგური მოაწყო.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული სადგურის მეშვეობით, დაახლოებით, 1 200 ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა.
სასმელი წყლის წნევის გამაძლიერებელი სატუმბო სადგურის მოწყობის დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გაგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ოკუპირებული...
გლდანის რაიონში, ილორის ქუჩის N 5 კორპუსთან წყალარინების შიდა და გარე ქსელის და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ახალი მილები და ჭები მოეწყობა.
" გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2018 წლის იანვრიდან დღემდე 22 მისამართზე განხორციელდა, 13 მისამართზე კი მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. საერთო ჯამში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობამ...
ვაკის რაიონში სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის აღდგენა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა მიმდინარეობს.
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის VIII კორპუსის და III კვარტლის XXIV კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ქავთარაძის N30-ში და პოლიტკოვსკაიას N5-ში კი სანიაღვრე ქსელები ეწყობა. ასევე, ნუცუბიძის IV მ/რ-ის XXII კორპუსის მიმდებარედ, ფერდობზე შიდა და მთავარი გზების დამაკავშირებელი საერთო სარგებლობის კიბე შენდება.
ამასთან, მიმდინარეობს ლიფტების რეაბილიტაცია ნუცუბიძის...
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში, ჯვარქედის უბანში, აღმოაჩინეს კომპლექსი სადაც, წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლი: გამოქვაბული 8 000 - 10 000 წლის წინანდელი, სათვალთვალო კოშკი XI - XIII საუკუნეების და ხანგძლივი პერიოდის ანტიკური ნამოსახლარი ძვ.წ V ს-დან ახ.წ V ს-მდე.
"აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი და ქედის ისტორიული მუზეუმი ერთობლივი ექსპედიციის 8 დღიანი სამუშაოების შედეგად მივიდნენ იმ კულტურულ ფენამდე, სადაც აღმოჩენილი და წამოღებული მასალები...
გერმანულენოვანი ფოტოალბომების კონკურსში "Deutscher Fotobuchpreis-ში" თბილისის შესახებ მომზადებულ ფოტოალბომს "თამარ, სად ხარ?“ ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
ფოტოალბომი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა "bt:st verlag-მა" გამოსცა.
ფოტოალბომი თბილისზე 9 ფოტოგრაფის: გიორგი შენგელიას, გიორგი ტაბლიაშვილის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინათინ კიღურაძის, ვახო ხეთაგურის, ანდრეას ოეტკერ-კასტის, დინა ოგანოვას და იური მეჩითოვის ნამუშევრებს აერთიანებს. ტექსტების ავტორები ანა კორძაია-სამადაშვილი და დათო ტურაშვილი არიან. წიგნი გერმანულ ენაზე სიბილა ჰაინცემ,...
ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მერიის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპზე, სოფელ ქუტირის ცენტრალური გზიდან გვაზაურში მიმავალი გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 000 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და გზის გვერდითი ნაწილები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს "საგზაო“ ახორციელებს 180 590 ლარია გამოყოფილი.
2019 წლის 1-ლი იანვრიდან ახალი საგრანტო პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება.
პროგრამა საქართველოს მთავრობის ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა და გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ითვალისწინებს.
საპილოტე პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. მეწარმეები 7 ათასიდან 35 ათას ლარამდე დაფინანსდებიან.
"ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წერეთლისა და კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ორივე სტადიონის სამუშაოები, გრაფიკის მიხედვით დასრულდება და ჯამში მათი სახელშეკრულებო თანხა 152 820 ლარს შეადგენს.
ასევე, მერიის ცნობით, 2019 წელს სოფელ საიმერლოსა და საბირქენდში დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობაც, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტით 160 000 ლარია გათვალისწინებული, ქალაქ მარნეულის კი მინი საფეხბურთო მოედნების...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შიდა ტრანსპორტირებისთვის 2 მიკორავტობუსი დაემატა.
"მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროების შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა ორი მიკროავტობუსი, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას - დაბა სტეფანწმინდა- გორისციხის თემის, დაბა სტეფანწმინდა - სნოს თემის მიმართულებით.
ამასთან, მერია მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად განიხილავს საკითხს შიდა უფასო ტრანსპორტის შუადღისთვის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომლის გრაფიკი დაზუსტდება მოგვიანებით", - აცხადებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ქალაქ გურჯაანში, მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, 167 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
ინდრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 88 690 ლარი დაიხარჯება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კოპნია შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო “ აწარმოებს. მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































