გორის მერია საახალწლო განათებების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია წინასაახალწლოდ ტენდერის მიხედვით 300 არაციმციმა გამჭირვალე 20 მეტრიან სადენს და 600 ცალ 10 მეტრიანი სადენს შეიძენს. ასევე, შეიწყიდის 40 ცალ ნეონის ფიფქს ლითონის კონსტრუქციაზე, ამავე რაოდენობის ფლეშღეროებით და 6 ცალ 100 მეტრიან სპილენძის სადენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარითაა განსაზღვრული.
აღნიშნულ ტენდერზე წინადადებების მიღება დღეს სრულდება, პრეტენდენტად ჯერჯერობით არავინ ფიქსირდება.