გორის მერიამ ბიუჯეტის პროექტში შეტანილი შენიშვნების ნაწილი არ გაითვალისწინა. ამის შესახებ “რადიო მოზაიკასთან“ გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.
“გორის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი შენიშვნები განიხილა. კორექტირებული დოკუმენტი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეკემბრის 15 რიცხვამდე გადაეგზავნება.
ძირითადი შენიშვნები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე იყო. ჩვენ გავეცანით ამ შენიშვნებს და განვიხილეთ. ზოგიერთი შენიშვნა გავითვალისწინეთ, ზოგიერთს, დასაბუთება აკლდა. დეკემბრის 15 რიცხვამდე გადავუგზავნით შესწორებულ ვარიანტს საკრებულოში დასამტკიცებლად“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.