ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მერიის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპზე, სოფელ ქუტირის ცენტრალური გზიდან გვაზაურში მიმავალი გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 000 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და გზის გვერდითი ნაწილები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს “საგზაო“ ახორციელებს 180 590 ლარია გამოყოფილი.