ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

1063

ვაკის რაიონში სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის აღდგენა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა მიმდინარეობს.

კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის VIII კორპუსის და III კვარტლის XXIV კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ქავთარაძის N30-ში და პოლიტკოვსკაიას N5-ში კი სანიაღვრე ქსელები ეწყობა. ასევე, ნუცუბიძის IV მ/რ-ის XXII კორპუსის მიმდებარედ, ფერდობზე შიდა და მთავარი გზების დამაკავშირებელი საერთო სარგებლობის კიბე შენდება.

ამასთან, მიმდინარეობს ლიფტების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის I კორპუსში და III მ/რ-ის I კვარტლის XI კორპუსში. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის 26-ე კორპუსის ტერიტორიაზე შიდა წყალარინების ქსელის მოწესრიგება სრულდება, ნუცუბიძის N211-ში და N215-ში კი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავის განახლებისა და წყალსაწრეტი მილების მონტაჟის 8 პროექტი უკვე დასრულდა.