გერმანულენოვანი ფოტოალბომების კონკურსში “Deutscher Fotobuchpreis-ში” თბილისის შესახებ მომზადებულ ფოტოალბომს “თამარ, სად ხარ?“ ბრინჯაოს მედალი გადაეცა.
ფოტოალბომი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გამომცემლობა “bt:st verlag-მა” გამოსცა.
ფოტოალბომი თბილისზე 9 ფოტოგრაფის: გიორგი შენგელიას, გიორგი ტაბლიაშვილის, გურამ წიბახაშვილის, ნათელა გრიგალაშვილის, თინათინ კიღურაძის, ვახო ხეთაგურის, ანდრეას ოეტკერ-კასტის, დინა ოგანოვას და იური მეჩითოვის ნამუშევრებს აერთიანებს. ტექსტების ავტორები ანა კორძაია-სამადაშვილი და დათო ტურაშვილი არიან. წიგნი გერმანულ ენაზე სიბილა ჰაინცემ, ინგლისურ ენაზე კი ნატალია ბუკია-პეტერსმა და შარლოტ ჰობსონმა თარგმნეს.