წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ, გუშინ გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის ანძის მოდერნიზაცია იგეგმება და უახლოეს მომავალში მას ბიზნესსექტორს წარუდგენენ. ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ მერიას თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისთვის ორი პროექტი აქვს შედგენილი და სოციალური ქსელის საშუალებით ერთ-ერთს მოქალაქეების ჩართულობით აარჩევენ.
"მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ასევე არის შესაძლებლობა, მოეწყოს რესტორანი და ზემოდან შესაძლებელია იყოს გადმოსახედი, პანორამული, ძალიან ლამაზი სივრცეა. თუმცა აქ...
მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა ნეხევარ მეტრს მიაღწია, დაბაში კი 2-3 სმეტრია. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დანისპარაულისა და ხიხაძირის ხეობის სოფლებში 350-მდე ოჯახი დარჩა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადები მუშაობენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ თოვლის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, მათ კი უახლოეს დროში აღადგენენ.
აღსანიშნავია, რომ დიდთოვლობას საავტომობილო მოძრაობისთვის პრობლემა არ...
წინა სტატია
ზუგდიდში ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა ფიდერები და მოხდა ჰიდრავლიკური სისტემის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც სამუშაოების შესრულებელი კომპანიის "კელვინის" დირექტორი ზურაბ ომიაძე ამბობს, ახლა ობიექტის ჩაბარების პროცედურები მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, მერია ეძებს აკრედიტებულ ორგანიზაციას, რომელიც ობიექტს მიიღებს და შეამოწმებს.
ზუგდიდის მერიაში განმარტავენ, რომ ობიექტის სამშენებლო კომპანიისგან ჩაბარების პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება. ყინულის...
გრიგოლ მახარაძე
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის
ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი
ყოველთვის, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში მიმყავს ან ვაკითხავ, ძალიან პატარა მანძილის გავლა მიწევს. საბავშვო ბაღი თითქმის ჩემი სახლის პირდაპირაა, მაგრამ ეს მცირე მონაკვეთი საკმარისია იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე მაიძულოს იმის გახსენება, თუ რამდენად საჭიროა ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობა.
ჩემი ეზოდან 50 მეტრში საჯარო სკოლის მთავარი შესასვლელია, მის მოპირდაპირედ, ქუჩის მეორე მხარეს კი - ბაღი,...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურო პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს სშეხვდა. შეხვედრაზე პანკისში ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
"დღეს შეხვედრაზე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს ვაცნობე, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადგილობრივების თხოვნა და 2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების...
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, პროექტის მიხედვით, ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია "ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 586 121 ლარი გამოიყო.
"ვაშლიჯვარში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თოფურიძის ქუჩა ძალიან დაზიანებული იყო. შესაბამისად, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება მოსახლეობისთვის ძალიან...
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაკათხევში გვიანი შუა საუკუნეების კვირიას სახელობის ეკლესიას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.
https://www.facebook.com/georgianheritage/photos/a.1945823745495319/1945824778828549/?type=3&theater
საბავშვო ბაღებში საშობაო არდადეგების დაწყებამდე ყველა ბაღში საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი. ბათუმის ბაღების გაერთიანებამ წელს მიდგომა შეცვალა. ამასთან, საშობაო ღონისძიებები დიდი აუდიტორიის ნაცვლად, მცირე მასშტაბებით ჩატარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"ვფიქრობ, მშობლებმა თოვლის ბაბუას საჩუქარი ბავშვებს სახლში, ნაძვის ხესთან უნდა დაახვედრონ. არ არის აუცილებელი ბაღში მიტანა სხვის დასანახად, ყველას არ აქვს ერთნაირი საშუალება. ბაღი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ყოველგვარი საჩუქრების და მატერიალიზმის გარეშე უბრალო...
წინა სტატია
ფოთში, ახლადრეაბილიტირებულ ნიკო ნიკოლაძის კოშკშის შენობის ჯერაც გაუხსნელ შემინულ კონსტრუქციაში, წყალი რამდენიმე ადგილას ჩავიდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მუზეუმის დირექტორის ელენე გაბლიანის თქმით, ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქია გახდა იმიზ მიზეზი, რის გამოც ახლადრეაბილიტირებულ კოშკში წყალი ჩავიდა. ხოლო, კითხვაზე, არის თუ არა მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, განმარტა: "მე ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს. მშენებლობის დროს ხდება ხოლმე".
მმისისვე ინფორმაციით, შენობა ათწლეულების...
წინა სატატია
13 დეკემბერს 12 საათზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის პირველი სართულზე, სხდომათა დარბაზში იგეგმება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კარდენახსა და ვეჯინში, მერის წარმომადგენლებმა თანამდებობი დატოვეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გიორგი მარტაშვილმა და ნიკოლოზ იმედაშვილმა პოსტები გუშინ დატოვეს. მათი განმარტებით, მერს თანამდებობედინ გათავისუფლების მოთხოვნით თავად მიმართეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მართალია, საკადრო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე, არცერთი თანამამშრომელი არ გაუთავისუფლებია, მათ შორის არც მერის წარმომადგენლები.
წინა სტატია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 381–ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობას ნიშნავს. შსს-ში აცხადებენ, რომ ზესტაფონის მერზე სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
კახაბერ მახათაძის მიმართ სხვა საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას არც საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ.
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა წმენდის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში აღდგება.
თბილისში, კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზაზე მილი გასკდა. ადგილზე წყალმა დიდი წნევით ამოხეთქა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ქუჩის სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინ დასრულდა. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები და ასევე დაიგო ასფალტის საფარი.
https://www.youtube.com/watch?v=kRpISK2EVQA
წინა სტატია
ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს მერიის ა(ა)იპ "ქუთგანათების სერვისი" აწარმოებს. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის თქმით, ნაძვის ხეს ცენტრალური მოედნის გარდა, ქალაქის ათამდე მისამართზე განათავსებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"არის რაღაც ნოვაციები შარშანდელთან შედარებით, წელს ქალაქში არსებულ ყველა უსაფრთხოების კუნძულზე, 8 კუნძულია ასეთი, ნაძვის ხეები დაიდგმება, გარდა ამისა, იქნება ცენტრალური ნაძვის ხე. ძველ აქსესუარებს აღვადგენთ და ქალაქის ტერიტორიაზე განვათავსებთ, თუმცა იქნება სიახლეებიც", -განაცხადა ბასილაძემ.
მისი...
წინა სტატია
ქუთაისში რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს კომპანია "ლა მოდერნა" განახორციელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
კომპანიას ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების განთავსებისათვის 3 თვის ვადა მიეცა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ხიდზე სამუშაოები ჯერ არ დაიწყება.
"პირველი ეტაპის სამუშაოები საამქროებში წარიმართება, უნდა მოხდეს ქვის ფიგურებისა და ორნამენტების გამოკვეთა, რასაც, დაახლოებით, თვენახევარი - ორი თვე დაჭირდება, შემდეგ კი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































