გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კარდენახსა და ვეჯინში, მერის წარმომადგენლებმა თანამდებობი დატოვეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გიორგი მარტაშვილმა და ნიკოლოზ იმედაშვილმა პოსტები გუშინ დატოვეს. მათი განმარტებით, მერს თანამდებობედინ გათავისუფლების მოთხოვნით თავად მიმართეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, მართალია, საკადრო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე, არცერთი თანამამშრომელი არ გაუთავისუფლებია, მათ შორის არც მერის წარმომადგენლები.