ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი 6 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, პროექტის მიხედვით, ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 586 121 ლარი გამოიყო.
“ვაშლიჯვარში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. თოფურიძის ქუჩა ძალიან დაზიანებული იყო. შესაბამისად, გზის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მომავალშიც განაგრძობს“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.