წინა სტატია ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, 14 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრამდე საახალწლო გარევაჭრობა დასაშვებია. მათ ვისაც, გარევაჭრობით სარგებლობა სურს, ამის თაობაზე განაცხადი მერიაში უნდა შეიტანონ. საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვის მისაღებად მოქალაქეების განაცხადების მიღება დაწყებულია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. ქუთაისში, საახალწლო გარევაჭრობა ფალიაშვილის ქუჩაზე, გვირაბის ზემოთ არსებული ტერიტორიაზე და ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის უკან მიმდებარედ  მოეწყობა. "ავტოსადგურის წინა ტროტუარებზე საახალწლო გარევაჭრობა აკრძალული იქნება და ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ამას...
წინა სტატია "შპს "ევრომშენ 999“ გამარჯვებულად მხოლოდ იმ ტენდერებში გამოვლინდა, სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები",- ასე ეხმაურება ზუგდიდის მერია  "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მერიის თანამშრომლის მიერ დაფუძნებული შპს ტენდერების ხშირი გამარჯვებულია.  ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საჯაროა და ნებისმიერ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტენდერში, თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს....
მთის საერთაშორისო დღეს საქართველოში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპულ პროექტს მოეწერა ხელი. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. "მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას პროექტის "მწვანე ეკონომიკა: მდგრადი...
საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტო გრანტს მიიღებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მოეწერა ხელი პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულებას. მათივე ცნობით, საერთო ჯამში ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9 785 000 აშშ დოლარს შეადგენს. რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1,826,484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. ამასთან, უწყების ინფორმაციით,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი 43 პრობლემიდან 23 მოაგვაროს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ესენია: 1.გზის საფარის მოასფლატება და სანიაღვრე არხების რეკონსტუქცია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიმდებარედ. 2.სრულად ამორტიზებული გზის შეკეთება თამარ მეფის ქუჩაზე, რომელიც ზუგდიდის ცენტრთან რამდენიმე სოფელს აკავშირებს. 3.ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ განთავსებული ბავშთა გასართობი მოედნის...
უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე  სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის მთლიანი გეგმა უკვე შესრულებულია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან კომპლექსი გაწმენდილია და ამ ეტაპზე სამუშაოები ციტადელის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამასთან, პროექტი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობასაც ითვალისწინებს. მასშტაბური სამუშაოები ძეგლზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში მცხოვრებ ბავშვებს განათლების მიღება ატიპიურ შენობაში უწევდათ , დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში გააგრძელებენ სწავლას. სამინისტროს ცნობით, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. ამასთან, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. "მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო...
ხმაურითა და ურთიერთბრალდებებით დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს წევრებს თორნიკე რიჟვაძის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "რიჟვაძე პირდაპირ დაემუქრა ოპოზიციას შურისძიებით. თუ თქვენ ეთანხმებით ამ პათოსს აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება," - ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს მირდატ ქამადაძენ. "ქართული ოცნების" წევრები განმარტავენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის ჯელალ ქიქავას განცხადება იყო შეურაცხმყოფელი და ბოდიში...
წინა სტატია ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ელეონორა გოგოლაშვილის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ქუთაისში პირველი ღონისძიება 28 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის N2 სამუსიკო სკოლაში ახალგაზრდული კამერული მუსიკის კონცერტით გაიხსნება და ამავე დღეს გაანათებენ საახალწლო ნაძვის ხესაც. მონ პლეზირის თაღთან,  31 დეკემბერს დილიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიებები და დღის...
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა, რომ  2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მილიონი ლარი. "ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, მიიმართება 150...
წინა სტატია "ქუთაისის ბიუჯეტი 173 600 ლარით გაიზარდა და მთლიანად 2018 წლის ასიგნებებმა 66 517 200 ლარი შეადგინა"- ამის შესახებ მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ტარიელ მაკარიძემ განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მან ქალაქის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილებების თანახმად, თანხები მერიის შემდეგ ა(ა)იპ-ებს დაემატა: ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს"- 15 ათასი, კულტურის ა(ა)იპ-ს - 135 ათასი, საკალათბურთო გუნდს "ქუთაისი 2010-ს" 150...
წინა სტატია "თუ თქვენ აპირებთ, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჯოხი გადატეხოთ საბინაო სამსახურზე, ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ამით დაზარალდება ქალაქის ინტერესები", - ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი რეორგანიზაციის ფარგლებში საბინაო სამსახურის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "რეორგანიზაცია უნდა ხდებოდეს საქმიანი ინტერესიდან გამომდინარე და მას არ უნდა ახლდეს პოლიტიკური ნიშანი. ოცნების ადგილობრივმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი ნიშა რეორგანიზაციისა...
დღეიდან ინაუგურაციის დღემდე თელავში ქვემეხებს გაისვრიან, - ამის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ facebook-ის გვერდზე განათავსა. "გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა", - წერია ინფორმაციაში. როგორც მერია იუწყება, 14 და 15 დეკემბერს გასროლა ერთჯერადად, სატესტო რეჟიმში მოხდება. თელავში ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ამ...
წინა სტატია მარნეულის ყოფილი მერი, გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლებული აბაზოვის ფოტო სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. როგორც "ლიბერალი" პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მარნეულის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000 ლარის გირაოთი შეუცვალა. შეგახსენებთ, რომ აბაზოვი მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. აბაზოვის პატიმრობიდან...
1 დეკემებერს, რუსთავში, ახალი სივრცე იხსენება, რომელიც კვირაში ერთხელ ელექტრონული მუსიკის მსმენელებს უმასპინძლებს. კლუბ "METALURGIA-ს" თანადამფუძნებელი, 25 წლის თორნიკე ქირიაა. ინფორმაციას არტნიუსი ავრცელებს. გახსნაზე სტუმრებისათვის კლუბ "BASSIANI-ს" რეზიდენტი დიჯეი "HAMATSUKI" დაუკრავს. მასთან ერთად, სცენას არტისტები FREQUENCY SHIFTER, თორნიკე გოგორიშვილი, NODYGE და SHOTICK გაიყოფენ. მიწისქვეშა "METALURGIA" რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, ბარ "თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს და სწორედ მის წარმომადგენლებს ეკუთვნის რუსთაველებისთვის და ქალაქის...
"საპარტნიორო ფოდის“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული პროდუქციის საწარმო აშენდება. აგურის ქარხანა 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება და ყოველწლიურად 120 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ. აშშ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება. მეტეხის კერამიკული პროდუქციის ქარხანა აღიჭურვება პარტნიორი ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, დანადგარებითა და ტექნიკით. ამასთან, გამოიყენებენ კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ სააგურე თიხის კარიერებს. პროექტში ჩართულნი არიან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ