“საპარტნიორო ფოდის“ მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული პროდუქციის საწარმო აშენდება. აგურის ქარხანა 2019 წლის ზაფხულში ამოქმედდება და ყოველწლიურად 120 000 ტონა აგურს გამოუშვებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ. აშშ დოლარზე მეტია. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
მეტეხის კერამიკული პროდუქციის ქარხანა აღიჭურვება პარტნიორი ესპანური კომპანიის თანამედროვე საწარმოო ხაზებით, დანადგარებითა და ტექნიკით. ამასთან, გამოიყენებენ კასპის მუნიციპალიტეტში არსებულ სააგურე თიხის კარიერებს.
პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ და “ბანკი ქართუ“.
“პროექტი მრავალწლიანი ევროპული გამოცდილებისა და ქართული აგურის წარმოების ტრადიციული მეთოდების შერწყმას, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალის ადგილობრივი, მომავალში კი საერთაშორისო ბაზრისთვის მიწოდებას გულისხმობს.
საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს დღეს ხელი “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ესპანური კომპანია “კერამიკა ელ ტორენტეს“ ხელმძღვანელმა ხოსე ანტონიო ილლესკას ლოპეზმა და ქართული კომპანია “კერამიკა ელ ტორენტეს“ დირექტორმა ზურაბ ერქვანიამ მოაწერეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.