ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, 14 დეკემბრიდან 2019 წლის 14 იანვრამდე საახალწლო გარევაჭრობა დასაშვებია. მათ ვისაც, გარევაჭრობით სარგებლობა სურს, ამის თაობაზე განაცხადი მერიაში უნდა შეიტანონ. საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვის მისაღებად მოქალაქეების განაცხადების მიღება დაწყებულია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ქუთაისში, საახალწლო გარევაჭრობა ფალიაშვილის ქუჩაზე, გვირაბის ზემოთ არსებული ტერიტორიაზე და ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის უკან მიმდებარედ მოეწყობა.
“ავტოსადგურის წინა ტროტუარებზე საახალწლო გარევაჭრობა აკრძალული იქნება და ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ამას მაქსიმალურად გააკონტროლებენ”, – ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.
დგილობრივი თვითმმართველობა, საახალწლოდ გარევაჭრობის ნებართვას ყოველწიურად გასცემს.
ასევე, ცნობილია, რომ ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს განათდება.ამასთან, ქუთაისის მერიამ საახალწლო მორთულობის შესაძენად 109 873 ლარი, ხოლო საახალწლო ფეირვერკებისათვის 16 408 ლარი გამოყო. ასევე, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის მერია 43 000 ლარიან ტენდერს აცხადებს.