რუსთავში კლუბი “METALURGIA” იხსნება

2310

1 დეკემებერს, რუსთავში, ახალი სივრცე იხსენება, რომელიც კვირაში ერთხელ ელექტრონული მუსიკის მსმენელებს უმასპინძლებს. კლუბ “METALURGIA-ს” თანადამფუძნებელი, 25 წლის თორნიკე ქირიაა. ინფორმაციას არტნიუსი ავრცელებს.

გახსნაზე სტუმრებისათვის კლუბ “BASSIANI-ს” რეზიდენტი დიჯეი “HAMATSUKI” დაუკრავს. მასთან ერთად, სცენას არტისტები FREQUENCY SHIFTER, თორნიკე გოგორიშვილი, NODYGE და SHOTICK გაიყოფენ.

მიწისქვეშა “METALURGIA” რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ახლოს, ბარ “თაობას“ ტერიტორიაზე მდებარეობს და სწორედ მის წარმომადგენლებს ეკუთვნის რუსთაველებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის ამ სახის სივრცის შეთავაზების იდეაც.