საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 9 785 000 დოლარის გრანტი გამოიყოფა

3244

საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტო გრანტს მიიღებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მოეწერა ხელი პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულებას. მათივე ცნობით, საერთო ჯამში ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9 785 000 აშშ დოლარს შეადგენს. რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1,826,484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, პროექტი 12 დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.

“პროექტი 5-წლიანია და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდისა (СNF) და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.