დღეიდან ინაუგურაციის დღემდე თელავში ქვემეხებს გაისვრიან

669

დღეიდან ინაუგურაციის დღემდე თელავში ქვემეხებს გაისვრიან, – ამის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ facebook-ის გვერდზე განათავსა.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა”, – წერია ინფორმაციაში.

როგორც მერია იუწყება, 14 და 15 დეკემბერს გასროლა ერთჯერადად, სატესტო რეჟიმში მოხდება.

თელავში ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის ღონისძიების ჩასატარებლად სამუშაოები მიმდინარეობს – ქალაქში გამოიფინა საქართველოს დროშები, მონტაჟდება სცენა და ა.შ.

როგორც ცნობილია, ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. მოსახლეობას კი შეეძლება, ინაუგურაციას თვალი თელავის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.

Posted by თელავის მუნიციპალიტეტის მერია on ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2018