ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ აფნიაში მცხოვრებ ბავშვებს განათლების მიღება ატიპიურ შენობაში უწევდათ , დღეიდან კი ისინი ახალ, თანამედროვე შენობაში გააგრძელებენ სწავლას.
სამინისტროს ცნობით, მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. ამასთან, სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
“მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგო ეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობის კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. სკოლის მშენებლობაზე 500 000-მდე ლარი დაიხარჯა”,- აცხადებენ სამინისტროში.