ახალციხეში საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 884 804 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხის 95% რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 5% კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ინდორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.
კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირაში დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ხუთი წელი იქნება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება შვიდ თებერვალს დაიწყება.
სატენდერო დოკუმენტების რეაბილიტაცია შემდეგ კორპუსებს ჩაუტარდება: რუსთაველის ქუჩა - N95...
"ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიეჭინა. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.
ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. აღნიშნული ელემენტისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მისი დაცვის მექანიზმად შეიძლება მოვიაზროთ. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა...
წინა სტატია
"სამხრეთის კარიბჭე"
ავტორი: თინათინ ზაზაძე
რა უნდა გაკეთდეს მმართველობის რეალური დეცენტრალიზაციისთვის და რა საფრთხეებს ხედავენ დეცენტრალიზაციის პროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა 23 იანვარს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმ ცვლილელებებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
სტრატეგიის დოკუმენტი სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა. პირველი – ადგილობრივი თვითმმართველობების...
TV 9
როგორ უნდა გახდეს თვითმმართველობა უფრო დამოუკიდებელი - ამაზე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტებმა, რეგიონის პირველმა პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინეს, თუ რა სჭირდებათ თვითმმართველობებს მეტი თავისუფლებისთვის.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი რამდენიმე თვეში იქნება მიღებული. მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები სტრატეგიაში აისახება.
https://www.youtube.com/watch?v=46nzFY__19Y&feature=youtu.be
წინა სტატია
ტელეკომპანია " მაესტრო"
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეჩერდა. გასულ წლებში მისი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარი იყო. არასწორი პრიორიტეტების მიხედვით შერჩეული პროექტები და პროექტების შერჩევაში მოსახლეობის ნაკლები ჩართულობა - ასეთია სპეციალისტების ძირითადი შენიშვნები გასული წლების პროგრამასთან დაკავშირებით, თუმცა, შენიშვნები აღდგენილ პროგრამასთან დაკავშირებითაც აქვთ. მაგალითად, ის, რომ, ჯერჯერობით, არ არის გარკვეული, როდის და რა ფორმით...
წინა სტატია
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო დეკორაციები რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ასევე, მელიქიშვილის გამზირზე უკვე ჩამოხსნეს.
https://www.facebook.com/TbilserviceGroupLTD/photos/a.1541694082741684/2337089473202137/?type=3&theater
ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინი მოქალაქეებმა გალის დეფაქტო ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს. გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას“ ინფორმაციით, დაახლოებით, 80-მდე მოქალაქემ ენგურის ხიდზე გადაადგილების აკრძალვის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გავიდა და მისი თხოვნით საუბარი სააქტო დარბაზში გაგრძელდა. "ნუჟნაია გაზეტას“ ცნობით, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გალის ბაზარში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
"აუცილებელია გავიგოთ, რომ აკრძალვა შეეხება პრევენციას რათა...
დარიალის საეკლესიო კომპლექსთან მდინარე თერგზე საფეხმავლო კიდული ხიდი აშენდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. ტენდერი კი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
ხიდის სიგრძე 118 მეტრი, სიგანე კი, 130 სანტიმეტრი იქნება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 ათასი ლარია. ტენდერში განაცხადების მიღება 9-13 თებერვალს იწარმოებს.
ხიდის მშენებლობა სამუშაოს დაწყებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.
წინა სტატია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, პოლიტიკური ორგანიზაცია "ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ვინაიდან 2019 წლიდან სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, 2018 წლის 27-28 დეკემბერს, სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში, კონსოლიდირებული...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
"საპატრიარქოში გვითხრეს, რომ არ იქნებიან წინააღმდეგები, თუ ჩვენ ჯვრის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობას განვაახლებთ", - ამის შესახებ მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, რომელზეც კონკრეტული დაპირებები მოისმინეს სასულიერო პირებისგან. კერძოდ, მევლუდ ღარიბაშვილის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ჯვრის მონასტრის...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზის მე-8 კილომეტრზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის რეაბილიტაცია დაასრულდა.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნული გზაგამტარი, გასული საუკუნის 80-იან წლებშია აგებული, ის დაზიანებული იყო და არ შეესაბამებოდა გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს.
"რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად, გზაგამტარზე არსებული პრობლემები სრულად მოგვარდა, კერძოდ: განხორციელდა გზაგამტარის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი მოაჯირები და სადეფორმაციო ნაკერები. განახლებულ გზაგამტარზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად არის შესაძლებელი.
პროექტი სახელმწიფო...
სტატიის გაგრძელება
მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 16 იანვარს გამოაცხადა. სამუშაოების საწყისი ღირებულება 1 079 424 ლარს შეადგენს.
2 384 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 7 თებერვალს დასრულდება.
"სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით ხუთი სოფელი 7 000 -...
ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ისნის რაიონში ქეთევან წამებულის N76 ბ-სა და N82 კორპუსებს შორის არსებულ სარეაბილიტაციო სკვერის ტერიტორიაზე, ცხაურის ტიპის ოთხ ავტოფარეხს დემონტაჟი ჩაუტარდა.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციები სკვერის მოწყობისა და განახლების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა.
"ავტოფარეხებისგან ეზოს გათავისუფლების შემდეგ, ტერიტორია დასუფთავდება, ხოლო მის ნაცვლად, გამგეობა რეკრეაციული სივრცის მოწყობას დაიწყებს", - განმარტავენ გამგეობაში.
"ჩვენ წელსაც აქტიურად განვაგრძობთ მერის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას. გასულ წელს მოსახლეობის მხრიდან აქტივობა...
ისანის რაიონში, თელავის ჩიხში, გზას აწესრიგებენ. როგორც გამგეობაში განმარტავენ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 400 მ2 ფართობზე ჩატარდა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
"საგზაო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "არსაკიძე 2000“ ასრულებს. თელავის ჩიხში გზის რეაბილიტაცია გამგეობის ბიუჯეტიდან 24 000 ლარით დაფინანსდა", - ამბობენ გამგეობაში.
"ინტერპრესნიუსი"
ავტორი: კობა ბენდელიანი
თვითმმართველობის პრობლემებზე, რეალობასა და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმისათვის, რომ საქართველოში თვითმმართველობები ადგილებზე რეალურად წარმოადგენდნენ ხელისუფლებას, „ინტერპრესნიუსი” კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრს, ექსპერტ ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რეფორმას დაიწყებს, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს თვითმმართველი ორგანოების დამოუკიდებლობას.
თვითმმართველობის განვითარების თემა არაერთხელ დამდგარა ხელისუფლებების...
სამგორის რაიონში ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა. გამგეობის ინფორმაციით, 2 მისამართზე უკვე მოეწყო სპოტული მოედანი, 2-ის მოწყობა კი ჯერაც მიმდინარეობს.
"პატარა ლილოში, N215 საჯარო სკოლის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე, სპორტული მოედანი არ არსებობდა.
სამუშაოები უკვე დასრულდა აეროპორტის დასახლებაშიც. ადგილობრივი მოსახლეობა N48 ა კორპუსის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































