ისანის რაიონში, თელავის ჩიხში, გზას აწესრიგებენ. როგორც გამგეობაში განმარტავენ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები 400 მ2 ფართობზე ჩატარდა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
“საგზაო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “არსაკიძე 2000“ ასრულებს. თელავის ჩიხში გზის რეაბილიტაცია გამგეობის ბიუჯეტიდან 24 000 ლარით დაფინანსდა”, – ამბობენ გამგეობაში.